თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
„კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა“
2021 წლის ივნისი
2021 წლისივნისის მეორე ნახევარში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
- კულტურათაშორისი ურთიერთობის პრობლემები
- კოლექტიური მეხსიერების პრობლემები
- კულტურისა და მეხსიერების პოლიტიკის საკითხები
- იდენტობის პრობლემები
- ნაციონალიზმის კვლევები
- თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კულტურული ასპექტები
და სხვა დაკავშირებული საკითხები.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური და აბსტრაქტი 250 სიტყვის ოდენობითუნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე icstbilisi@gmail.com
აბსტრაქტს უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ (სახელი და გვარი, უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, სწავლის საფეხური).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი. ინფორმაციაორგანიზატორთაგადაწყვეტილების შესახებ - 31 მაისი.
საკონტაქტო პირი: ირაკლი ჩხაიძე
ტელ: 599 622302
ელ-ფოსტა: irakli.chkhaidze@tsu.ge